ორფეოსის სიკვდილი





დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორები: გიორგი შენგელაია, კოტე ჯანდიერი
დამდგმელი ოპერატორი: ჯიმშერ ქრისტესაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ვახტანგ რურუა
კომპოზიტორი: ირაკლი ჩარკვიანი
ხმის ოპერატორი: ზურაბ ნადარაია
მონაწილეობენ: ზურაბ ყიფშიძე (ვახტანგ ითრიელი), ნინო კასრაძე (ნინო), კახი კავსაძე (ელიზბარი), შორენა პატარაია (თამრიკო), ზურაბ ბეგალიშვილი (ჯიპის პატრონი), დათო გოცირიძე (გოგა), ირაკლი ჩარკვიანი (გიტარისტი), ირმა ლეჟავა (პიანისტი), ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია (საქსაფონისტი), ბერტა ხაფავა (ანიკო), დარეჯან ხარშილაძე (ზაირა), გიორგი (გოგიტა) ჭყონია (იურა), გიორგი გურგულია (მაფიოზა), პაატა მოისწრაფიშვილი (წვერებიანი)

ფილმში გამოყენებულია ჰერმან ჰესეს და ვლადიმერ ნაბოკოვის ნაწარმოებების ზოგიერთი მოტივი

საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდი. ქუჩის მიტინგები, ეგზალტირებული საზოგადოება. ენტომოლოგ ვახტანგ ინტრიელის განსხვავებული შეხედულებები ბევრს აღიზიანებს, პრესა "მოღალატეს, კოსმოპოლიტს, ეროვნული იდეების მოწინააღმდეგეს" უწოდებს... ვახტანგი ქუჩაში ქალს გამოექომაგება. ნინო კახპაა და ნარკომანი. ვახტანგი ცდილობს ქალი შავ სამყაროს ჩამოაცილოს, მაგრამ მოძალადეები ჩაუსაფრდებიან და სცემენ. ნინო ვახტანგის დაცვას შეეცდება, მას ბრმა ტყვია იმსხვერპლებს. კვდება ვახტანგ ინტრიელიც, რომელმაც ძალადობისგან ვერც თავი დაიცვა და ვერც საყვარელი ქალი.