Tuesday, March 29, 2011

10 კითხვა ქეთათოს


News
რომ არა ირაკლი ჩარკვიანი...
ყველაფერი ნაკლებ საინტერესო იქნებოდა.
ქეთათო მოცეკვავეა, მღერის და...
არის ნანას დედა.
ვისთან ერთად არ შეასრულებდით არასდროს დუეტს?
დაშავებული სახედრებივით აყროყინებულ სოულ მომღერლებთან.
თქვენი ყველაზე ძვირფასი პირადი ნივთი?
ჩემი თავი.
ირაკლის ძეგლი...
...კონცეპტუალური დატვირთვა ექნება.
მხატვრული ნაწარმოები (მუსიკა, წიგნი, კინო...), რამაც თქვენი ცხოვრება შეცვალა...
ფრიდრიხ ნიცშეს “По ту сторону добра и зла” და ემანუელ სვედენბორგის აღწერილი სამოთხე და ჯოჯოხეთი.
რომელი მხატვრული ან ისტორიული პერსონაჟი იქნებოდით?
ისედაც ვარ ფატიმა – ირაკლის “მშვიდი ცურვა”.
ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეთ...
ტელეპორტაციას შევძლებდი, დროში ვიმოგზაურებდი.
რა იქნებოდა დღეს, ირაკლი რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო...
არ ვიცი, მიჭირს წარმოდგენა.
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
ყველა ჩემი ქმედება ჩემ მიერ არის კონტროლირებული?



"ტაბულა" 2011

No comments:

Post a Comment