Thursday, March 31, 2011

* * *

ცეცხლისფერ ქუჩებში გამვლელნი დნებიან,
დამდნარი ქალები, დამდნარი ბავშვებით,
გარშემო დამდნარი ასფალტის გზებია,
მე, დამდნარ ძაღლებს ვეთამაშები.

აყროლებული, ცხელი მორევი ადნობს ქალაქებს,
უწყლო გზებს ავსებს ჭუჭყით და ქვიშით,
ცოცხლად დარჩენილთ, მხოლოდ ერთიღა
ალაპარაკებთ.
გამარჯვებული ჭაღარა რაინდი _ შიში.

შიშველი ჯოგები ქუჩებში დარბიან,
დამდნარი კისრები, თავს ვეღარ უძლებენ.
მწყურვალე მოხუცმა კაკტუსი დალია,
ცოცხალთა მოთქმას, გამქრალნი ჩუმად უსმენენ.

სულ ყველაფერი გაქრა გარშემო,
და დედამიწა მზეს დაემსგავსა,
სადარბაზოში მეძინა გაშოტილს,
ვემალებოდი სუსხიან თავსხამს.

No comments:

Post a Comment