Thursday, March 31, 2011

მკვდარი სადგური

დალეწილია ნეკნები ლიანდაგების,
დამსხვრეულია ფანჯრის უკბილო ბაგე,
გადახერხილი მილები _ რკინის თაგვები,
თავს აფარებენ ცივ და ჟანგიან ნანგრევს.
ტუჩებს _ გამცვდარი საბურავების,
ღრძილებს _ დატეხილ, წითელ აგურებს,
ფოლადის კისერს, ბნელ სახურავზე
მთვარე ჰკიდია ოქროს საყურედ.

No comments:

Post a Comment