Thursday, March 31, 2011

გოლერო

სრული სტალინიფიკაცია სულისა,
აქსელერაცია სურვილის და
გულმავიწყი სირაქლემა ჩემი წარსულის.
ბედი-დარვინის ანაბარა
მიგდებული იმედის ბიდეა,
სიყვარულივით.
ჩემი სიტყვების უშინაარსო ცისარტყელა,
როგორც გამხმარი ქრიზანთემა,
ბალმონტის ტომში,
მაგონებს ვაგნერს,
ყვითელ თოლიებს ჩვენი სიშორის
და სახრჩობელას.

No comments:

Post a Comment