მშვიდი ცურვა

       "ორი რომანი ერთში"_ ასე ახასიათებს ავტორი თავის "ავტორომანს", რომელშიც, ერთი მხრივ  წარმოადგენს  საკუთარ თავს, 43 წლის ასაკში შობილ "მეფეს" და, მეორე მხრივ, მოგვითხრობს ლეგენდარული მოძღვრისა და პოეტის,  რუმის თანამედროვე რეინკარნაციასა და თანამოსახელის ქაბულელი ტერორისტის უკანასკნელ განცდებს თვითმფრინავის  სალონში ჯდომისას, ასაფეთქებელ ღილაკზე თითის დაჭერის წინ.
        "მშვიდი ცურვა" არის ავტორის მცდელობა გულახდილი მონოლოგისა, როლიდანაც შეიტყობთ, თუ როგორ ცდილობდა 
საბჭოეთიდან თავის დაღწევას ანუ გაპარვას ნარკოტიკებს 
მიტანებული ქართველი ახალგაზრდობის ნაწილი, რა კავშირშია
რუმი ლენინთან, რომელიც მავზოლეუმში იტაცებს მომავალ ტერორისტს და მსოფლიო პოპულაციის შემცირების აუცილებლობაზე ესაუბრება; რატომ დაირქვა ირაკლი ჩარკვიანმა "მეფე"  და რატომ სურს მუსიკოსს და მომღერალს,
რომ მისი ცხოვრება მშვიდ ცურვას გავდეს. 





ნაწყვეტები "მშვიდი ცურვა"_დან

დასაწყისი:

ჯერ ისევ  ბნელა. საძინებელში სამარხის  სუნია და ფანჯარასთან ორი თეთრით მოსილი ფიგურა
დგას. ლოგინის ფეხთან, ხის სკამზე უხეშად ნაქსოვი ქუდი აგდია, რომელზეც ნახევრადჩამწვარი
სიგარა და ასანთის კოლოფი საყვარლებივათ ჩახუტებულან. ოთახში ჩამოწოლილი სიჩუმე
ძაღლის ყეფამ დაარღვია, რომელსაც ფარდის უკან ეძინა და მისი მჭახე ხმის გაგონებაზე ორი
ელვარე, თეთრ სამოსში ჩაცმული არსება მყისვე გაუჩინარდა. ძაღლი, როგორც ჩანს, მათ
უყეფდა, რადგან გაუჩინარდნენ თუ არა, დაწყნარდა და ძილი განაგრძო. სინათლის პირველი სხივი
მშვიდად ჩამოცურდა ფანჯრის რაფაზე და მძინარე ძაღლის ცხვირს შეეხო. ძაღლმა ერთი თვალი გაახილა, შავი გამურული შუბლი თბილი შუქის ნაკადულს მიუშვირა და ძილი განაგრძო.მზის
სხივი თანდათან საწოლს მიუახლოვდა, რომელზეც ზეწარში მუმიასავით გახვეული კაცი იწვა.
ის გაუნძრევლად მიშტერებოდა ჭერს. ფანჯრიდან მანქანის სიგნალიზაციის გულის გამაწვრილებელი სირენა გაისმა,   

გვ.5      
"დიდი მასწავლებლებიც კი, მეტწილად არშემდგარი გმირებია, ვინც შიშის გამო ვერცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვერ გადადგა თავისი უმწეო ცხოვრების მანძილზე. ისინი გაჩერდნენ და გადაწყვიტეს გაყიდონ დამარცხებებით დაგროვილი გამოცდილება, რომლის ფასი ერთი გროშიც არ არის. მოსწავლის მიზანია რაც შეიძლება მალე მიხვდეს, რომ სწავლა უნდა შეწყვიტოს, თუ სურს ხალხს თავი დაამახსოვროს, რამე მაინც შეცვალოს არა და იჯდები ღრმად მოხუცი ლოტოსის პოზაში და და განსხივოსნებულ მზერას ახალგაზრდა ქალის აღმგზნები თეძოებისკენ გააპარებ, შინაგან სიმდაბლეს ინდიფერენტული იოგის გაცისკროვნებული მზერით დაფარავ,გულს კი სექსუალური წყურვილის თეთრი ჭიები ამოგჭამენ. გახრწნილი აზრების ყროლს განწმენდილ აურად მონათლავ და გააგრძელებ ბედშავი ხალხის მოტყუებას, მკურნალობას ,დამშვიდებას. მოკლედ, ცუანა წმინდანობანა თუ გინდა ითამაშო, უსმინე შენს კურდღელს, არადა ამ კურდღლისგან ჯობს საჭმელი გააკეთო. სუნელი მოაყარე, თორემ ბინას აგიყროლებს."
 გვ.22



..........ამწიგნის დაწერაც რატომღაც აუცილებლად მიმაჩნია,რას მოუტანს ეს ციგნი საქართველოს,მკითხველს ან თვითონ მე - არ ვიცი,თუმცა დარცმუნებული ვარ,როგორც ახალგაზრდობაში,ეს ბურთი უნდა გავიტანო,ანუ ეს წელი 43-დან 44-მდე ქაღალდზე უნდა გადავიტანო.ალბათ ოდესღაც ვინმეს სერიოზულად დასჭირდება ეს ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი,იქნებ ეს წიგნი ზოგიერთის სამაგიდო წიგნად იქცეს და არ დარჩეს მხოლოდ პოეტური შიზოფრენის ნიმუშად,მოკლედ,ლიმონი აგრძელებს თავის ავტორომანს,თანაც განსაკუთრებული სიდინჯით,რადგან წერის გარეშე მას არ შეუძლია.........
გვ.67
..........ჩემი პრობლემა ერთია,მე უნდა საბოლოოდ გამოვფხიზლდე წლის ბოლომდე და 2005-ში მაინც გავხდე ნამდვილი მეფე,ახალი წლის პირველი დღიდანვე დაიწყება ის,რასაც მე სუფთა მეფობას ვუძახი და ვნახოთ,იმედია ამ წიგნსაც დაეტყობა ჩემი ახალი სინამდვილე,დღესდღეობით კი ვაგრძელებ მზადებას იმ სანუკვარი დღისთვის,როცა ბოლოს და ბოლოს ვაღიარებ საკუთარ თავთან იმას,რაც ვარ და ეს დღე იქნება წმინდა,ვით განთიადი და მშვიდი,ვით შემოდგომა.მე ვგრძნობ იმ სუნს,რომელიც მარადიულიბას უდის, მე მესმის იმ სიჩუმის მშვენიერება,რომელიც არის ნეტარი და უსასრულო,ამიტომ სიტყვა გასხივოსნება სრულიად არ ასახავს იმ სისრულეს,რომელიც მხოლოდ წამით გვეხება ხოლმე ჩვენ,მოკვდავთ,და მერე გვტოვებს ამ შიზოფრენიულ მორევში ხორცის და ვნების,განცდის და ვარდნის,სიმდაბლისა და მონობის.ყოველი ჩვენთაგანი ოდესმე ხდება მეფე,უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს,სიკვდილამდე ორი წუთით ადრე ეუფლება,მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია,როგორც მონობა,ამიტომ ისინი ვინც სიცოცხლეში აღწევს მიზანს და ხდებიან მეფეები,რჩებიან ისტორიას,აღელვებენ მომავალ თაობებს,თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას,რასაც უკვდავება ქვია.ასე რომ,მე ძალიან დიდი შანსი მაქვს ვიგრძნო რადაც განსხვავებული,განზომილებით უცხო და სურნელოვანი,რომელიც ეს-ეს არის უნდა დაიწყოს და მე მოთმინებით ველი ამ სიამონმებას..............
გვ.68
.........ჩვენ შევისუნთქეთ მდინარე არაგვი,რომელმაც განბანა სულიდა ყოველი,რაც გარდასულ წელს შემოიპარა ჩემში და რაც აღარ დასჭირდება მეფეს,რომელიც 2005 წლის პირველივე დღიდან დაიწყებს მეფობას და მისი არსი იქნება სუფთა და ახლადშობილი..........
გვ.68-69
............ვნახოთ როგორ იმეფებს ირაკლი ჩარკვიანი,რომელიც დაიღალა საკუთარი სახელისა და გვარის ტარებით და პირიქით.თუმცა ეს ერთადერთი მიზეზი არ არის,უფრო მნიშვნელოვანი ალბათ იმ ახალი განზომილების შესისხლხორცებაა,რომელიც წლების განმავლობაშთავს ჩემთვის.ახალი ცხოვრება მზად არის,რომ ახალმა ადამიანმა შეაბიჯოს შიგნით.და ადამიანი რომელიც ორმოცდასამი წელი ემზადებოდა ამ ეპოქისთვის,მზად არის გამოვიდეს საკუთარი მედან  და გახდეს ახალი მე,რომელსაც სახელად მეფე ქვია.მე გავხდი მეფე ერთ თბილ საღამოს,როცა არ თოვდა,არც წვიმდა,უბრალოდ ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილი დღე იყო და მეტი არაფერი...............
გვ.70
..........მე სულ მალე, ორ კვირაში 43 წლისგავხდები და დაიწყება ის პროცესი,რასაც უხეშად ჩემი გამეფების ეპოქა შეიძლება დავარქვათ,რადგან პროდუქცია,რომელიც ჩემ მიერ იქნება შექმნილი,აღარ იქნება ირაკლი ჩარკვიანის საკუთრება,არამედ მეფისა,რომელიც ჯერ არ ვიცი როგორ იმეფებს,თუმცა იმედი მაქვს,რომ ის მომავალი მამაკაცი გაამართლებს საკუთარ სახელს და დაიწყება ახალი ეპოქა ჩემ ცხოვრებაში,ეპოქა,რომელიც ალბათ სიკვდილამდე გასტანს და მეფურად დაასრულებს იმ პროცესს,რასაც ერთი ჩვეულებრივი ქართველი კაცის ცხოვრება ქვია.რა უვნაური სიტყვაა ცხოვრება! იმდენად ხშირად ვხმარობთ,რომ გვავიწყდება,რატომ ვცხოვრობთ ისე,როგორც ვცხოვრობთ,გვავიწყდება რომ შეგვიძლია შევცვალოთ ყველაფერი და ამავე დროს შეუძლებელი გავხდეტ ისეთები,როგორებიც გვინდა რომ ვიყოთ,ასე რომ ჯობს შევეგუოთ იმას,როგორებიც ვართ და,რაც მთავარია,სიამოვნება მოგვანიჭოს საკუთარმა თავმა................
გვ.56