Sunday, June 13, 2010

არაფრის მრცხვენია, უსირცხვილო ვარ"...

(ილია ხარისთვალაშვილი, ჟურნალი "თბილისელები", 2004 წელი, ოქტომბერი)

მიყვარს - მუსიკა; ვოცნებობ - მშვიდობაზე; ვფიქრობ - შვილებზე; მძულს - ტყუილი; ვნანობ - არაფერს; კმაყოფილი ვარ - მუსიკით; მენატრება - ცა; მსურს - ბევრი რამ; მაღიზიანებს - ბევრი რამ - ჯურნალისტების დაბალი კომპეტენცია; ვგრძნობ - ყველაფერს; მეშინია - არაფრის; ვიცი - არაფერი; არ ვიცი - არაფერი; შემიძლია - ყველაფერი; არ შემიძლია - ყველაფერი; ვმეგობრობ - ყველასთან; ვაპატიებ - თითქმის ყველაფერს - მართალ შემოქმედს ყველაფერს, "სიაფანდს" - არაფერს; ვტირი - თითქმის არასოდეს; ვიცინი - ყოველდგიურობაზე; ვეძებ-სიმყუდროვეს; ღირსი ვარ-ვიყო ის, რაც ვარ; ვჩხუბობ კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება; ვკარგავ-დროს; მშურს - არაფრის; ვემალები - ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ; ვემტერები - თაღლითებს; მაინტერესებს-ყველაფერი; არ მაინტერესებს - უნიჭო შემოქმედება; მახსოვს - დაბადების პირველი 2 წელი; მრცხვენია - არაფრის, უსირცხვილო ვარ; უარვყოფ - მარქსიზმს; ვავადმყოფო ბ -იშვიათად; ვმალავ - არაფერს; ვინახავ - ფულს ბანკში; მწამს - მუსიკის; მიკვირს - ყველაფერი ახალი; მიხარია - ის, რომ მამა ვარ; ვჭორაობ - პოლიტიკაზე; ვდარდობ - იშვიათად; ვამაყობ - საკუთარი სიმღერებით; ვაკეთებ - საკუთარ სიმღერებს; ვეფერები - საკუთარ შვილს და ცხოველებს; მსიამოვნებს - ოჟახური სიმყუდროვე; მესიზმრება - გამთლიანებული საქართველო; ვეხმარები - შეძლებისდაგვარად ყველას; ვეწევი - სიგარეტ "კენტს"; მწყინს - როცა მატყუებენ; ვხარჯავ - ენერგიას; ვღალატობ - ხანდახან პრინციპებს; ვკამათობ - გემოვნებაზე; ვუხეშობ - საკუთარ ძაღლთან; ვუსმენ - მოცარტს; ვყოყმანობ - იშვიათად; ვკითხულობ - წიგნებს ცხოველებზე; ვამზადებ - ყავას; ვუყურებ - კომპიუტერის მონიტორს; ვკლავ - არავის; ვაფუჭებ - არაფერს; ვცხოვრობ - მშვიდად; ვცემ - არავის; ვყვირი - არასოდეს; ვმღერი - ყოველთვის; ვასრულებ - საკუთარ სიმღერებს; დავდივარ - ძაღლის გასასეირნებლად; ვმკურნალობ - მოჭარბებულ ემოციებს; ვერიდები;ალკოჰოლურ სასმელებს; ვთამაშობ - კომპიუტერულ თამაშებს; ვიტყუები - არასდროს; ვეთაყვანები - დიდ კომპოზიტორებს; ვგიჯდები - საკუთარ შვილებზე- 1 8 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე; ვაგროვებ - საკუთარ გამოცდილებას; ვიხდი - ყველაფერს; ვეჭვიანობ - არაფერზე; "ვკაიფობ" - ყვეკაფერზე; ვიზიდავ - ყველას; ვალამაზებ - ყველაფერს

No comments:

Post a Comment