Friday, June 4, 2010

მუსიკა,პოლიტიკა,ბიზნესი

მუსიკა, პოლიტიკა და ბიზნესი
ირაკლი ჩარკვიანი: „ჩვენ ანომალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, თორემ გიჟი უნდა იყო მუსიკოსი, პოლიტიკოსებთან რომ მიხვიდე. კონტრკულტურა, მართალია, ოპოზიციაშია, მაგრამ მისი გამოვლენის საშუალებები დაკავშირებულია დიდ ან მცირე ბიზნესთან მაინც. კონტრკულტურა იყო ენდი უორჰოლი, პიკასო და დალი, მაგრამ ყველამ თავისი ხელოვნება, გარკვეულწილად ბიზნესს დაუკავშირა. ჩვენთან ადამიანი უარესს მდგომარეობაშია. ჩვენი მუსიკოსი ვერ ახერხებს რაღაც ერთ ხაზს გაჰყვეს, რადგან ჩვენს გაუბედურებულ ყოფაში ჟღერს კითხვა: იარსებებ თუ არა? ყოფილა შემთხვევა, ერთი ნაჭერი პურიც აღარ მქონია და მუსიკა ვერ გამიკეთებია. ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკა და დიდი ბიზნესი ანდერგრაუნდთან წინააღმდეგობაშია, უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, სადაც, თუნდაც ჩემი ახალი ალბომი „ამო“ შესაძლოა არ გამოსულიყო, რომ არა „მაკდონალდსი“. ჩემი ალბომები შეიძლება მიიღო, როგორც წინააღმდეგობა, აგრეთვე, როგორც მეინსტრიმი, რომელიც მომავალში შესაძლოა პოპი გახდეს. მე ახლა ყველას ვთავაზობ იმას, თუ როგორი უნდა იყოს პოპი. თუკი ადამიანები მიდიან პოლიტიკოსებთან, ეს იმიტომ, რომ ჩვენს სახელმწიფოში მარტო პოლიტიკოსებს აქვთ ფული. შეიძლება საინტერესო ადამიანი ანდერგრაუნდში იყოს, მაგრამ პროდუქციის კეთება აღარ შეეძლოს. საერთოდ, ჯობს, ბაზარმა შექმნას ისეთი პირობები, რომ ალბომის გამოცემას პოლიტიკოსები და მსხვილი ფირმები არ დასჭირდეს, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ჩვენთან არ გამოდის“.

No comments:

Post a Comment