Monday, June 7, 2010

საზოგადოება ახალგაზრდობა

ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი
ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი
გადაცემა საქართველოს საშუალო სკოლებში სასწავლო წლის გასრულებას ეხმიანება: ჩემი კოლეგა ეკა წამალაშვილი დაუკავშირდა რამდენიმე ცნობილ პიროვნებას და ბოლო ზართან ერთად, საერთოდ, სკოლის მოკლედ გახსენებაც სთხოვა. მისი სიუჟეტის შემდეგ კი ვიმსჯელებთ, რა პროდუქციას უშვებს დღეს საშუალო სკოლა საქართველოში, რა არის მისი არსებითი ნაკლი და როგორ შეიძლება გამოსწორდეს ის.


ამ ორიოდე დღის წინ საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი ჩამოკრეს და უკვე ყოფილი მეთერთმეტე კლასელები სკოლებიდან, როგორც ბოლო ზარის ტრადიციულ ცერემონიალზე აღნიშნავენ ხოლმე, დიდ ცხოვრებაში გაისტუმრეს.
ეს 29 მაისს მოხდა. ამ დღეს თბილისის სკოლების ეზოები სავსე იყო თეთრ ხალათებსა და წინსაფრებზე ფერად-ფერადი წარწერებით აჭრელებული გოგი- ბიჭებით. ასეთი ტრადიციით სკოლებში ბოლო ზარის დარეკვას უმცროსკლასელებიც შეხვდნენ. პირველი საშუალო სკოლის ეზოში მე მათაც გავესაუბრე და მათზე უფროსსაც, იმას, რომლისთვისაც 29 მაისის ბოლო ზარი, მართლაც, ბოლო ზარი იყო. დაბოლოს, როგორ დარჩა სკოლის დამთავრების საზეიმო ცერემონია და, საერთოდ, სკოლა იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელმაც ადრე ჩეენთან საუბრისას თქვა, რომ მთელი 20 წელი საზოგადოების აზროვნებაში გარღვევის მიღწევას შეალია. ირაკლი ჩარკვიანი თავისი ბოლო ზარისა და ძველი თუ თანამედროვე ქართული სკოლის შესახებ:

[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] "ბოლო ზარი როგორ მახსოვს? არაფერი საინტერესო არ ყოფილა იმის გარდა, რომ მთელი ღამე ვცეკვავდით და "ვზასაობდით" გოგოები და ბიჭები. საერთოდ, სკოლა იყო ჩემთვის ტანჯვა. მე მგონი, იდიოტური სისტემა იყო აღზრდის, ახლაც იდიოტურია, მაგრამ მაშინ უარესი იყო, კომუნისტური, შებორკილი და დონე იყო ძალიან დაბალი."

No comments:

Post a Comment